გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საზმაუს ბორდის წევრი ბასილაია-შავგულიძე: 4-ში ვუყენებთ ულტიმატუმს, ყველა პოლიტპატიმრის განთავისუფლება, ე.წ. მთავრობის გადადგომა, ცესკოს დაშლა და აქამდე ჩატარებული „არჩევნების“ არალეგიტიმურად ცნობა

15-09-2025

საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრი, ლიკა ბასილაია-შავგულიძე, 4 ოქტომბერს, ოპოზიციის მიერ დაგეგმილი აქციის ულტიმატუმს, რომელიც სამი პუნქტისგან შედგება, სოციალურ ქსელში აქვეყნებს.


მისი განცხადებით, შეკრებილებმა უნდა მოითხოვონ ყველა პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლება, მთავრობის გადადგომა და ცესკოს დაშლა, ისევე როგორც აქამდე ჩატარებული არჩევნების არალეგიტიმურად ცნობა.


ბასილაია-შავგულიძის თქმით, თუ ეს მოთხოვნები არ შესრულდება, ხალხი, ვისაც ფიზიკური წინააღმდეგობის გაწევა არ შეუძლია, გადადის ზურგში და ეხმარება წინა ხაზზე მყოფებს.


„4-ში როდესაც ათასობით შევიკრიბებით, ვუყენებთ ულტიმატუმს: 1. ყველა პოლიტპატიმრის დაუყოვნებლივ განთავისუფლება! 2. ე.წ. მთავრობის გადადგომა! 3. ცესკოს დაშლა და აქამდე ჩატარებული „არჩევნების“ არალეგიტიმურად ცნობა! თუ არ შეასრულებენ, შემდეგ ხალხი, ვისაც წინააღმდეგობის გაწევა ფიზიკურად უჭირს, გადადის ზურგში(არ მიდის სახლში, არამედ ეხმარება წინა ხაზს!“, - წერს ლიკა ბასილაია-შავგულიძე.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031