გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლაშა გეგეჭკორი: 2012 წლის 21 აპრილიდან, „ქართული ოცნების” დაფუძნების დღიდან, დღემდე ვერ ნახავთ ამ პარტიის რომელიმე წევრის მუქარას, სადაც ის, სახელმწიფო შენობების და სხვა პარტიის ლიდერების სახლების გადაწვით იმუქრება - თქვენ ვინ და რა უნდა გადაწვათ, უს

16-09-2025

„2012 წლის 21 აპრილიდან, „ქართული ოცნების” დაფუძნების დღიდან, დღემდე ვერ ნახავთ ამ პარტიის რომელიმე წევრის მუქარას, სადაც ის, სახელმწიფო შენობების და სხვა პარტიის ლიდერების სახლების გადაწვით იმუქრება. ცოტა ხნის წინ ვნახე ვინმე ბაჩო კუპატაძის პოსტი, სადაც აქვეყნებს იმ სახელმწიფო შენობების და „ქართული ოცნების” ლიდერების სიას, რომელიც მისი აზრით უნდა დაიწვას“, - ამის შესახებ მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვის კახეთის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის და ქვემო ქართლის რეგიონული ცენტრების კონცეპტუალური პროექტის თანაავტორი ლაშა გეგეჭკორი წერს სოციალურ ქსელში.


ლაშა გეგეჭკორის თქმით, მან უკვე მიმართა შესაბამის სახელმწიფო უწყებას ბაჩო კუპატაძის პოსტთან დაკავშირებით, რომელიც შეიცავს მუქარის ელემენტებს.


„2012 წლის 21 აპრილიდან, „ქართული ოცნების” დაფუძნების დღიდან, დღემდე ვერ ნახავთ ამ პარტიის რომელიმე წევრის მუქარას, სადაც ის, სახელმწიფო შენობების და სხვა პარტიის ლიდერების სახლების გადაწვით იმუქრება. ცოტა ხნის წინ ვნახე ვინმე ბაჩო კუპატაძის პოსტი, სადაც აქვეყნებს იმ სახელმწიფო შენობების და „ქართული ოცნების” ლიდერების სიას, რომელიც მისი აზრით უნდა დ ა ი წ ვ ა ს !!! ესენია: თბილისის საქალაქო სასამართლო; თბილისის სააპელაციო სასამართლო; „ქოცების” ოფისი მელიქიშვილის გამზირზე; თბილისის მერია; სუსის შენობა; ბიძინას „ბაითი”; კალაძის, მდინარაძის, კობახიძის, პაპუაშვილის, ვოლსკის საცხოვრებელი სახლები. ხუმრობს? არა! დიდი ხანია, ნეპალს ახსენებენ. ეს მუქარაა? რა თქმა უნდა! არიან ამის შემსრულებლები? დიახ, არიან! გასული წლის ნოემბერ-დეკემბრის მათი ქმედებები კარგად გვახსოვს. ამ პოსტის შესახებ მე ოფიციალური არხით უკვე ვაცნობე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს. ეჭვიც არ მეპარება რომ სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება. თქვენ ვინ და რა უნდა გადაწვათ, უსამშობლოებო! ცოტა ხანი კიდევ გიყურებთ, მერე კი… ამას 1 200 053 ადამიანის - „ქართული ოცნების” მხარდამჭერების სახელით გეუბნებით, რომელთა რაოდენობა 4 ოქტომბრის არჩევნების წინ ბევრად მეტია!“, - წერს ლაშა გეგეჭკორი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031