გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კირცხალია: ყველა იმ ადამიანის თავში ჩამახედა, ვინც ელენე ხოშტარიას პრინციპებს იზიარებს და არ ეკითხება, რუსეთიდან რუბლებს რატომ იღებს?

16-09-2025

ყველა იმ ადამიანის თავში ჩამახედა, ვინც მის პრინციპებს იზიარებს და არ ეკითხება, რუსეთიდან რუბლებს რატომ იღებს? – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.


მისი თქმით, ელენე ხოშტარია ყველაფერს აკეთებს, რაც, პირველ რიგში,  ქალს არ შეეფერება და შემდეგ – პოლიტიკოსს.


„ელენე ხოშტარიას ფული პირდაპირ რუსეთის ბიუჯეტიდან ერიცხება და აქ პოლიტიკოსად არის წოდებული. ეს ადამიანი ხან პატრულის მანქანაზე დახტუნავს, ხან ბანერიდან ძლივს ხსნიან, ხან ბოძზეა ამძვრალი, ხან ხეზე, ხან „ფანტანშია“ ჩასული. ეს ადამიანი ყველაფერს აკეთებს, რაც, პირველ რიგში, ქალს არ შეეფერება და შემდეგ – პოლიტიკოსს. ეს ყველაფერი მისი სახეა. ის ასე უტიფრად ახალგაზრდებთან დგას. ყველა იმ ადამიანის თავში ჩამახედა, ვინც მის პრინციპებს იზიარებს და არ ეკითხება, რუსეთიდან რუბლებს რატომ იღებს?“ – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031