გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კირცხალია პაატა ბურჭულაძეზე: 3 ოქტომბერს ადრე დაიძინოს, რომ 4-ში ხელისუფლება გადაიბაროს, ნეპალის მოვლენებზე ანიტა ხაბეიშვილებისა და კოლექტიური ბურჭულაძეების კომენტარები ამორალურია

16-09-2025

პაატა ბურჭულაძის განცხადება სერიოზულად როგორ უნდა აღვიქვათ? 4 ოქტომბერს აპირებს ხელისუფლების გადაბარებას? 3 ოქტომბერს ადრე დაიძინოს, რომ 4-ში გადაიბაროს, - აღნიშნა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კირცხალიამ პაატა ბურჭულაძის განცხადების შეფასებისას.


კირცხალიას თქმით, ბურჭულაძის განცხადებები მის რეალურ სახეს აჩვენებს.


„ნეპალში რაც ხდებოდა, იმაზე ანიტა ხაბეიშვილებისა და კოლექტიური ბურჭულაძეების კომენტარები, ჟივილ-ხივილი და აღტკინება ამორალურია. ვამბობთ, რომ ეს ადამიანები უსამშობლოები, სისხლზე შეყვარებული პოლიტიკური ძალა არიან. ეს განცხადებებიც მათ რეალურ სახეს აჩვენებს. გახსოვთ, დროებითი საგამოძიებო კომისიის ფარგლებში ამ მწამებლების მიერ ჩადენილი რა ფაქტები მოისმინა ქართულმა საზოგადოებამ. რეკეტირებისა და მწამებლების აზრებს როცა იზიარებ, შემდეგ ისიც მოგწონს, რაც ნეპალში მოხდა და ისიც, როცა ადამიანს ყელში ტყვიას ესვრიან, ეს მათი სახეა“, - აღნიშნა ირაკლი კირცხალიამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031