გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბორჯომის მერობის კანდიდატი მამუკა გელაშვილი: ბორჯომელები ნამდვილად კარგად ხედავენ მიღწეულ შედეგებს, მადლობა თითოეულს, რომ საჭიროებების მოგვარების, ქალაქის განვითარების და მშვიდობის უზრუნველყოფის ძალად მხოლოდ „ქართულ ოცნებას“ მიიჩნევენ

16-09-2025

ბორჯომის მერობის კანდიდატმა მამუკა გელაშვილმა წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, გამართა შეხვედრები საკურორტო სოფელ ტბაზე და სადგერში.


მერობის კანდიდატმა ადგილობრივებს ტბის ადმინისტრაციულ ერთეულში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, მამუკა ლურსმანაშვილი წარუდგინა.


შეხვედრისას, ადგილობრივებთან ისაუბრა მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე. სოფელ ტბაზე დასრულების ეტაპზეა სკვერისა და კორტების რეაბილიტაცია, მოეწყო შიდა გზები, გარე განათების სისტემა, განხორციელდა სასმელი წყლის და საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაცია და სხვა.

კანდიდატი ბოლო კვირების განმავლობაში, ყოველდღიურად უამრავ ადამიანს ხვდება. მას ახარებს მათი დამოკიდებულება გუნდის მიმართ.

მამუკა გელაშვილის თქმით, ბორჯომელები ნამდვილად კარგად ხედავენ მიღწეულ შედეგებს. ის მადლობას უხდის თითოეულს, რომ საჭიროებების მოგვარების, ქალაქის განვითარების და მშვიდობის უზრუნველყოფის ძალად მხოლოდ „ქართულ ოცნებას“ მიიჩნევენ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728