გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა აჭარასა და გურიაში უკანონო ტყითსარგებლობის ფაქტები გამოავლინა

17-09-2025

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, აჭარასა და გურიაში სამართალდარღვევები გამოავლინეს.


შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ მახალაკიძეების მიმდებარედ, მოქალაქეს წიწვოვანი სახეობის 14 ერთეული მრგვალი ხე-ტყე (მორი) ავტომობილით გადაჰქონდა.


ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოტში სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის ფაქტი გამოვლინდა; მოქალაქეს, რეგისტრირებული სახერხი საამქროს ტერიტორიაზე,  უკანონოდ მოპოვებული წიწვოვანი სახეობის 7 ერთეული  მრგვალი ხე-ტყე (მორი) და 5,68 კუბური მეტრი მოცულობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი (ფიცარი) ჰქონდა განთავსებული. სამართალდამრღვევმა დეპარტამენტის თანამშრომლებისთვის წინააღმდეგობის გაწევა სცადა, რის გამოც მის მიმართ ოქმი დაუმორჩილებლობის შესაბამისი მუხლითაც შედგა.


ვინაიდან ფაქტები შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.


გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ, რათა დროულად მოხდეს უკანონო ტყითსარგებლობისა და სხვა გარემოსდაცვითი სამართალდარღვევის ფაქტების პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა. ამასთან, მყისიერი რეაგირება ტარდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031