გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სამხედრო სამედიცინო ქვედანაყოფების შეფასების მიზნით სამედიცინო სწავლება ჩაატარა

17-09-2025

ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) სამხედრო სამედიცინო შესაძლებლობების განვითარების ინიციატივის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, სამხედრო სამედიცინო ქვედანაყოფების შეფასებისა და ნატოს სტანდარტებთან თავსებადობის ამაღლების მიზნით სამედიცინო სწავლება ჩაატარა.


ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. 


უწყების ცნობით, სწავლება ვაზიანის სასწავლო ტერიტორიაზე ჩატარდა და მასში მონაწილეობდა საქართველოს თავდაცვის ძალების სამედიცინო პერსონალი. შეფასების პროცესს ხელმძღვანელობდნენ ნატოს სამხედრო მედიცინის დახელოვნების ცენტრის სერტიფიცირებული ექსპერტები აშშ-დან, დიდი ბრიტანეთიდან, უნგრეთიდან, სლოვაკეთიდან და ნიდერლანდებიდან.


სწავლება, ასევე, ფოკუსირებული იყო საერთაშორისო და ჰუმანიტარულ ოპერაციებში ქართული სამხედრო სამედიცინო ქვედანაყოფების მონაწილეობის შესაძლებლობების გაძლიერებაზე. სამხედრო სამედიცინო შესაძლებლობების განვითარების ინიციატივის განხორციელება 2021 წლიდან მიმდინარეობს და მას ქართველ ექსპერტებთან ერთად, ხელმძღვანელობენ გერმანია და ნიდერლანდები.


საქართველოს თავდაცვის სამინისტრო რეგულარული სამხედრო სამედიცინო წვრთნების ჩატარებით, მიზნად ისახავს ეროვნული მდგრადობისა და სამხედრო პერსონალის უსაფრთხოების შესაძლებლობების გაძლიერებასა და ნატოსთან თავსებადობის გაზრდას.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031