გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მთავრობის ეფექტიანობით საქართველო ევროპის საუკეთესო ოცეულშია

17-09-2025

ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციამ გლობალური ინოვაციების 2025 წლის ანგარიშის ფარგლებში მთავრობის ეფექტიანობის ინდექსი გამოაქვეყნა.


„მთავრობის ეფექტიანობის“ შეფასების 100%-იანი სისტემით საქართველომ 62,5% დაიმსახურა, მსოფლიოში 35 ადგილზე გავიდა და ევროპის საუკეთესო ოცეულში მოხვდა. საქართველო უსწრებს დიდი შვიდეულის ერთ ქვეყანას, ევროკავშირის და ნატოს წევრ 16 სახელმწიფოს და ევროკავშირის კანდიდატ ყველა ქვეყანას. მთავრობის ეფექტიანობის რეიტინგში საქართველოს ჩამორჩება: ესპანეთი, კვიპროსი, ხორვატია, ლატვია, იტალია, პოლონეთი, მალტა, უნგრეთი, ალბანეთი, მონტენეგრო, სლოვაკეთი, საბერძნეთი, ბულგარეთი, ჩრდილოეთ მაკედონია, რუმინეთი, თურქეთი და ა.შ.


მთავრობის ეფექტიანობის ინდექსი მსოფლიო ბანკის გლობალური მმართველობის ინდიკატორებს ეფუძნება და ოფიციალური განმარტების მიხედვით ასახავს „საჯარო სერვისების ხარისხს, საჯარო სამსახურის ხარისხსა და პოლიტიკური ზეწოლისგან მისი დამოუკიდებლობის ხარისხს, პოლიტიკის ფორმულირებისა და განხორციელების ხარისხს და მთავრობის ერთგულების სანდოობას ასეთი პოლიტიკის მიმართ“.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031