გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
„ქართული ოცნების“ ბოლნისის მერობის კანდიდატი ზამურ ჭითანავა, საკრებულოს მაჟორიტარ კანდიდატებთან და პროპორციული სიის წევრებთან ერთად, მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს

17-09-2025

ბოლნისის მუნიციპალიტეტში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი ზამურ ჭითანავა საკრებულოს მაჟორიტარ კანდიდატებთან და პროპორციული სიის წევრებთან ერთად, მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს.


შეხვედრები გაიმართა ძეძვნარიანიში, იწრიაში, ფოცხვერიანისა და გეტაში. როგორც კანდიდატმა აღნიშნა, თითოეული შეხვედრა განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს, რადგან ისმენს ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებსა და მომავლის ხედვებს.


„ჩვენი მიზანია, ბოლნისის თითოეულმა დასახლებამ იგრძნოს რეალური ცვლილება. გულწრფელი საუბრები გვაძლევს შესაძლებლობას, უფრო მკაფიოდ დავგეგმოთ ის პროექტები, რომლებიც შეეხება თითოეულ ოჯახსა და დასახლებულ პუნქტს, იქნება ეს ინფრასტრუქტურა, დასუფთავება, განათლება თუ კულტურული ცხოვრება“, - განაცხადა ზამურ ჭითანავამ.შეხვედრებზე, ადგილობრივებთან ერთად დეტალურად განიხილეს სამომავლო გეგმები და ის მიმართულებები, რომელთა განვითარებაც მუნიციპალიტეტისა და მისი მცხოვრებლებისთვის მნიშვნელოვანია.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031