გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე 4 ოქტომბრის აქციაზე: თუ იმედი აქვთ, რომ პროვოკაციებითა და სისხლის სამართლის დანაშაულების ჩადენით შეიძლება, ფონს გავიდნენ, არავინ მისცემს ამის საშუალებას

17-09-2025

თუ იმედი აქვთ, რომ პროვოკაციებითა და სისხლის სამართლის დანაშაულების ჩადენით შეიძლება, ფონს გავიდნენ, რა თქმა უნდა, არავინ არ მისცემს არავის ამის საშუალებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 4 ოქტომბერს ოპოზიციის მიერ დაანონსებულ აქციაზე კომენტირებისას განაცხადა.  


როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მთელი ამ წლების განმავლობაში უამრავი ასეთი იდეა იხარშებოდა რადიკალურ ოპოზიციაში, თუმცა ყოველ ჯერზე სამართალდამცველი უწყებები იდგნენ მოწოდების სიმაღლეზე და არავის აძლევდნენ ასეთი პროვოკაციების განხორციელების საშუალებას. 


„დღეს ჩვენი ძალოვანი სტრუქტურები კიდევ უფრო მეტად გაძლიერებულია, არის ერთ მუშტად შეკრული, შესაბამისად, ასეთი იდეები თუ აქვთ, ამ იდეებს არ უწერია განხორციელება. რაც შეეხება უკრაინის უსაფრთხოების ჩართულობას ამ საქმეში, ეს არის უკიდურესად შემაშფოთებელი, როდესაც ასე უხეშად ეპყრობიან ჩვენს ეროვნულ ინტერესებს უკრაინული უსაფრთხოების უწყების წარმომადგენლები. ეს არ არის სწორი დამოკიდებულება ქართველი ხალხისა და ქართული სახელმწიფოს მიმართ", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031