გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პრემიერი ფულის გათეთრების საქმეზე: საუბარია უზარმაზარ თანხებზე და საინტერესოა, ვინ იყო ამ ყველაფერში ჩართული, რა იყო ამის უკან მოტივი, ბოლომდე უნდა ჩაყვეს ყველა სამართალდამცავი უწყება ამ საქმეს

17-09-2025

საუბარია უზარმაზარ თანხებზე და საინტერესოა, ვინ იყო ამ ყველაფერში ჩართული, რა იყო ამის უკან მოტივი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ფულის გათეთრების საქმეს ეხებოდა.


როგორც პრემიერმა აღნიშნა, ბოლომდე უნდა ჩაყვეს ყველა სამართალდამცავი უწყება ამ საქმეს.


„ეს არის ძალიან  მნიშვნელოვანი საქმე და შესაბამისად, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ამ საქმეს ჩავყვეთ ბოლომდე. საუბარია უზარმაზარ თანხებზე და საინტერესოა, ვინ იყო ამ ყველაფერში ჩართული, რა იყო ამის უკან მოტივი და ა.შ. ბოლომდე უნდა ჩაყვეს ყველა სამართალდამცავი უწყება ამ საქმეს", -  განაცხადა პრემიერმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031