გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: ჩემთვის ლევან ხაბეიშვილი არის ანიტა, მას შემდეგ რაც უწყისიდან ამოვიკითხე ეს სახელი, გვითხრეს, რომ „ნაცმოძრაობიდან" გამოჰქონდა ინფორმაცია და ამით გაამართლეს თანხის მიცემა

17-09-2025

ჩემთვის ლევან ხაბეიშვილი არის ანიტა, მას შემდეგ რაც უწყისიდან ამოვიკითხე ეს სახელი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.  


როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ის არაოფიციალური უწყისით იღებდა ხელფასს.  


„ჩვენ გვირჩიეს მისთვის ხელფასის გაზრდა, გვირჩია კონკრეტულმა ადამიანმა. გვითხრეს, რომ კონკრეტული, არაოფიციალური უწყისით იღებდა ხელფასს. ეს არ იყო ბიუჯეტის ფული, ეს იყო არაფორმალური უწყისი და მაგიტომ შეიძლება, არ მიეცეს ქრთამის კვალიფიკაცია. ჩვენ გვითხრეს, რომ „ნაცმოძრაობიდან" გამოჰქონდა ინფორმაცია და ამით გაამართლეს თანხის მიცემა, თუმცა ჩვენთვის ეს ყველაფერი მიუღებელი აღმოჩნდა", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031