გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნიკოლოზ სამხარაძემ მალაიზიის პარლამენტში შეხვედრები გამართა

17-09-2025

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე ოფიციალური ვიზიტით მალაიზიაში იმყოფება.

ვიზიტის ფარგლებში, ნიკოლოზ სამხარაძე მალაიზიის სენატის ვიცე-სპიკერს, ნურ ჯაზლან მოჰამედს და დეპუტატთა პალატის საგარეო ურთიერთობათა და ვაჭრობის კომიტეტის თავმჯდომარეს, ვონგ ჩენს შეხვდა.


შეხვედრებზე საუბრის ძირითადი საკითხები იყო პოლიტიკურ, სავაჭრო, საგანმანათლებლო და ტურიზმის სფეროში ორმხრივი ურთიერთობების განვითარება.


ნიკოლოზ სამხარაძემ მალაიზიელ კოლეგებს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის.


„შეხვედრებზე საუბარი გვქონდა სამხრეთ აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ორგანიზაციის საპარლამენტო განზომილების მნიშვნელობაზე და აღვნიშნეთ, რომ ის წარმოადგენს კარგ პლატფორმას საქართველოსთვის სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებთან უკეთ დასაკავშირებლად. შეხვედრებზე ხაზი გავუსვით ორმხრივი ურთიერთობების დინამიურად განვითარების და საინვესტიციო შესაძლებლობებს“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.


მხარეებმა მიმოიხილეს რეგიონული უსაფრთხოების გარემო. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ისაუბრა რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე, შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებაზე, მათ შორის რუსეთის აგრესიაზე უკრაინაში და მის გავლენაზე სამხრეთ კავკასიაზე.

მალაიზიურმა მხარემ ქართველ კოლეგას აცნობა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებში არსებული ეკონომიკური და პოლიტიკური ვითარების შესახებ, მათ შორის ყურადღება გაამახვილა აშშ-ს და ჩინეთს შორის სავაჭრო ტარიფების დაწესების უარყოფით გავლენაზე ასეან-ის ქვეყნებზე.


საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე ოფიციალური ვიზიტით იმყოფება მალაიზიაში, სადაც სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების (ASEAN) საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიური სესია ტარდება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031