გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
Prime Time - ს ინფორმაციით, გამთენიისას ხაზარაძე, კუპრაძე და დათუნაშვილი ბრიუსელში, ახალი დავალებების მისაღებად გაემგზავრნენ

18-09-2025

Prime Time - ს ინფორმაციით, გამთენიისას ხაზარაძე, კუპრაძე და დათუნაშვილი ბრიუსელში, ახალი დავალებების მისაღებად  გაემგზავრნენ.


წყარო "ლელოდან" გვიყვება, რომ ამჟამად პარტიაში მძიმე მდგომარეობაა. ერთი მხრივ პარტიამ გახარიასთან ერთად შეასრულა ბრიუსელიდან კონკრეტული ადამიანების მოთხოვნა და ჩაერთო საარჩევნო პროცესში, თუმცა ოპოზიციაში არსებული ზოგადი მძიმე ფონის გამო - "ლელომ" სრულყოფილად ვერ შეძლო საარჩევნო გარემოსთან ადაპტაცია და ოლქების დიდ ნაწილში ვერც მერობის კანდიდატები დაასახელა და ვერც მაჟორიტარები.


წყარო "ლელოდან" იმასაც გვიდასტურებს, რომ ხაზარაძეს პრობლემები აქვს უშუალოდ პარტიის ლიდერშიპში, რაც ნაწილობრივ საჯაროდაც დადასტურდა, როდესაც მერობის კანდიდატად არდასახელების გამო საბა ბუაძემ პარტია დატოვა. ბუაძის გარდა ხაზარაძის გარემოცვიდან კუპრაძე/ელისაშვილის დაწინაურებას პარტიის სხვა ლიდერებიც ეწინააღმდეგებიან.


რაც შეეხება ბრიუსელში ვიზიტს, ჩვენთვის ცნობილია, რომ ხაზარაძე ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქში ახალი ინსტრუქციების მისაღებად გაემგზავრა, თუმცა უცნობია რა დავალებებით დაბრუნდება უკან ყოფილი ბანკირი.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930