გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დელისა და მუმბაიში საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ ბანერები განთავსდა

18-09-2025

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში, ინდოეთის ქალაქებში, დელისა და მუმბაის ცენტრალურ მოედნებზე,  საქართველოს შესახებ ბანერები განთავსდა.


ინდოეთიდან საქართველოში საქმიანი ტურისტული ღონისძიებისა და მაღალმხარჯველი ტურისტული ჯგუფების მოსაზიდად საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, ინდურ კომპანიასთან Think Strawberries ერთად მარკეტინგულ კამპანიას ატარებს.


კამპანია მოიცავს პრეზენტაციებს,  ე.წ. როუდ შოუებს, B2B შეხვედრებს,  ციფრულ და გარე რეკლამას. ბეჭდურ და ციფრულ პრემიუმ გამომცემლობებში კი საქართველოს შესახებ სტატიები იბეჭდება.


კამპანია მოიცავს რეკლამასა და ვიდეორგოლებს  სოციალურ მედიასა და საინფორმაციო აპლიკაციებში. 


კამპანიის მიზანია ინდოეთიდან საქართველოში მსხვილი ტურისტული ჯგუფების მოზიდვა და საქართველოში საქმიანი ტურისტული ღონისძიებების ჩატარება.  

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930