გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს უფროსმა IAEA-ის გენერალური კონფერენციის 69-ე სესიაში მონაწილეობა მიიღო

18-09-2025

სსიპ ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს უფროსი ნინო უტიაშვილი, ქ.ვენაში, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) გენერალური კონფერენციის 69-ე რეგულარულ სესიაში მონაწილეობას იღებს.


გენერალური კონფერენცია ორგანიზაციის წევრ სახელმწიფოთა მთავარი ყოველწლიური ფორუმია, რომლის მიზანიც ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ბიუჯეტის განსაზღვრა, პოლიტიკის შემუშავება და ბირთვული ტექნოლოგიის მშვიდობიან გამოყენებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვაა.


ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალური კონფერენციის 69-ე სესიაში 150-ზე მეტი წევრი ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილეობენ.


კონფერენციის ფარგლებში, ნინო უტიაშვილი შეხვდება პარტნიორი სახელმწიფოების შესაბამისი უწყებების ხელმძღვანელებს, ასევე, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს წარმომადგენლებს, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა ტექნიკური თანამშრომლობის პროექტით უჭერენ მხარს.


შეხვედრებზე განიხილება რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების შესაძლებლობების, ინფორმაციის გაცვლის მექანიზმების ჩამოყალიბების და ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების, ტრენინგების, პრაქტიკული სავარჯიშოების შემუშავების საკითხები.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031