გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლევან ნიკოლეიშვილი: თუ ატყობ, რომ შენი ქვეყნის სტაბილურობას საფრთხე ემუქრება და ეს საფრთხე არასამთავრობოებიდან მომდინარეობს, რომლებიც არეულობას და პოლიტიკურ ძალადობას აფინანსებენ, მათ დაფინანსების წყაროც უნდა შეუწყვიტო და პასუხიც უნდა აგებინო

18-09-2025

„მოდი და ნუ დაეთანხმები, რასაც ბატონი აშშ-ის ვიცე პრეზიდენტ ჯეი დი ვენსი ამბობს. რა თქმა უნდა, თუ ქვეყანა ხარ და შენი ეროვნული და სახელმწიფო ინტერესები გაგაჩნია, თუ ატყობ, რომ შენი ქვეყნის სტაბილურობას საფრთხე ემუქრება და ეს საფრთხე სწორედ რომ არასამთავრობოებიდან მომდინარეობს, რომლებიც არეულობას და პოლიტიკურ ძალადობას აფინანსებენ, მათ დაფინანსების წყაროც უნდა შეუწყვიტო და პასუხი უნდა აგებინო კიდეც“, - წერს „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.


მისი განცხადებით, ამგვარ მიდგომას ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ყველგან უნდა დაუჭიროს მხარი, მათ შორის, საქართველოშიც, რომელმაც დიდი ხნის წინ დაიწყო არასამთავრობოების მიერ პოლიტიკური ძალადობის აღსაკვეთად ბრძოლა.


„მოდი და ნუ დაეთანხმები, რასაც ბატონი აშშ-ის ვიცე პრეზიდენტ ჯეი დი ვენსი ამბობს. რა თქმა უნდა, თუ ქვეყანა ხარ და შენი ეროვნული და სახელმწიფო ინტერესები გაგაჩნია, თუ ატყობ, რომ შენი ქვეყნის სტაბილურობას საფრთხე ემუქრება და ეს საფრთხე სწორედ რომ არასამთავრობოებიდან მომდინარეობს, რომლებიც არეულობას და პოლიტიკურ ძალადობას აფინანსებენ, მათ დაფინანსების წყაროც უნდა შეუწყვიტო და პასუხი უნდა აგებინო კიდეც... და ამ ბრძოლას მხარი უნდა დაუჭირო არა მარტო შეერთებულ შტატებში, არამედ ყველგან - ევროპაშიც, აზიაშიც და აფრიკაშიც, განსაკუთრებით კი იმ ქვეყანაში, რომელმაც ეს ბრძოლა დიდი ხნის წინ დაიწყო, ამ ქვეყანას კი საქართველო ჰქვია, რომელთან სტრატეგიული ურთიერთობაც აშშ-ის წინა ხელისუფლებამ შეაჩერა, დღევანდლისგან კი ამ ურთიერთობის სუფთა ფურცლიდან დაწყებას ველით. იმ ბრძოლაში კი, რომელიც არასამთავრობოების მიერ პოლიტიკური ძალადობის აღკვეთას ემსახურება, ყველაზე დიდი მხარდამჭერი საქართველოა“, - წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930