გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი: თუ ხალხს მთავრობის ან თანამოქალაქეების წინააღმდეგ ძალადობრივი ქმედებების ჩადენისკენ მოუწოდებთ, მაშინ თქვენ ნამდვილად ტერორისტულ მოძრაობაში ხართ ჩაბმული

18-09-2025

ამერიკის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა Fox News-ის ეთერში განაცხადა, რომ პოლიტიკური ტერორიზმია არა მხოლოდ ის, როცა ხალხი პოლიციელებს კლავს და მოლოტოვის კოქტეილებს ესვრის, არამედ ისიც, ვინც აფინანსებს და აორგანიზებს ამ პოლიტიკურ ძალადობას.


ჯეი დი ვენსი აღნიშნავს, რომ ამ პოლიტიკურ ტერორიზმზე პასუხისმგებლები არიან ძალადობის დამფინანსებელი ორგანიზაციები. ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი ყურადღებას ამახვილებს იმ არასამთავრობო ორგანიზაციების პასუხისგებაში მიცემაზე, რომლებიც აქეზებენ ძალადობას, არეულობას და ახდენენ ახალგაზრდების რადიკალიზებას. ვენსის თქმით, ასეთ არასამთავრობო ორგანიზაციებს ისე მოეპყრობიან, როგორც ტერორისტებს.


„თუ ხალხს ამერიკის მთავრობის ან თანამოქალაქეების წინააღმდეგ ძალადობრივი ქმედებების ჩადენისკენ მოუწოდებთ, მაშინ თქვენ ნამდვილად ტერორისტულ მოძრაობაში ხართ ჩაბმული. ძალიან ბევრს ვშრომობთ, რომ მემარცხენე ძალადობის და მემარცხენეთა რადიკალიზაციის ქსელის დამფინანსებელთა ორგანიზაციები გამოვავლინოთ. თუკი ხალხს აქეზებთ და აფინანსებთ, რომ პოლიტიკური ძალადობა ჩაიდინონ, მაშინ ისე მოეპყარით, როგორც ტერორისტულ ორგანიზაციას.


თუკი არასამთავრობო ორგანიზაცია ხარ და არეულობებს და სხვა პოლიტიკურ ძალადობას აფინანსებ, რატომ არ უნდა გებრძოლოთ, რატომ არ უნდა შეგიწყვიტოთ დაფინანსების წყარო და რატომ არ უნდა აგოთ პასუხი? უნდა დავადგინოთ, როგორ ხდება ახალგაზრდების რადიკალიზება, და ვინ აფინანსებს ამას. პოლიტიკური ტერორიზმია არა მხოლოდ ის, როცა ხალხი პოლიციელებს კლავს და მოლოტოვის კოქტეილებს ესვრის, არამედ ისიც, ვინც აფინანსებს და აორგანიზებს ამ პოლიტიკურ ძალადობას“, - განაცხადა ვენსმა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031