გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზურაბ ქადაგიძე: „ნაციონალური მოძრაობის“, გახარიასა და „ლელოს“ პარტიებიდან ორი არჩევნებში მონაწილეობს და ნაცვლად იმისა, რომ ველზე იყვნენ გასულნი, გარე-გარე დარბიან, რომ მითითებები კარგად ჩაიწერონ

18-09-2025

„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე ოპოზიციური პარტიების მიერ უცხოეთში გამართულ ვიზიტებს ეხმიანება. კერძოდ, ქადაგიძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს „ლელოს“, „გახარია საქართველოსთვის“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების შეხვედრებს და აცხადებს, რომ „ამ სამი პარტიიდან ორი არჩევნებში მონაწილეობს და ნაცვლად იმისა, რომ ველზე იყვნენ გასულნი, გარე - გარე დარბიან, რომ მითითებები კარგად ჩაიწერონ ბლოკნოტებში“.


ქადაგიძის თქმით, შემდეგ იტყვიან, რომ არც პატრონები ჰყავთ და არც გარე დავალებებს ასრულებენ.


„შემდეგ მოგვიბრუნდებიან და იტყვიან, რომ არც პატრონები ჰყავთ და არც გარე დავალებებს ასრულებენ... ამ სამი პარტიიდან ორი არჩევნებში მონაწილეობს და ნაცვლად იმისა, რომ ველზე იყვნენ გასულნი, გარე - გარე დარბიან, რომ მითითებები კარგად ჩაიწერონ ბლოკნოტებში...“- წერს ქადაგიძე.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031