გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თამარ ტალიაშვილმა, მარკო რუბიოს მიწვევით, სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

18-09-2025

აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, თამარ ტალიაშვილმა, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მიწვევით, მონაწილეობა მიიღო სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ღონისძიებაში.


ინფორმაციას ამის შესახებ აშშ-ში საქართველოს საელჩო ავრცელებს.


საელჩოს ცნობით, მიღებას, რომელიც ბენჯამენ ფრანკლინის სახელობის ცერემონიების დარბაზში გაიმართა, სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, მაიკლ რიგასმა უმასპინძლა.


„მიღებაში მონაწილეობდნენ როგორც აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსნები, ასევე სასულიერო პირები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.


მათ შორის წარმოდგენილი იყო აშშ-ის საერთაშორისო რელიგიური თავისუფლების კომისიის ახლადდანიშნული თავმჯდომარე, ვიკი ჰარცლერი. მასთან საუბარში ელჩმა ხაზი გაუსვა ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების მნიშვნელობას.


ღონისძიება კონსტანტინოპოლის მთავარეპისკოპოსისისა და მსოფლიო პატრიარქის, ბართლომე I-ის პატივსაცემaდ გაიმართა“, – წერს საელჩო.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031