გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
„ქართული ოცნების” მერობის კანდიდატმა კონსტანტინე ბუზალაძემ გორში, წმინდაწყლის დასახლებაში საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატი წარადგინა

19-09-2025

გორის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი „ქართული ოცნებიდან”, კონსტანტინე ბუზალაძე წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ამჯერად გორში, წმინდაწყლის დასახლებაში შეხვდა მოსახლეობას.


ბუზალაძემ ადგილობრივებს საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატი, ვასილ ოსიშვილი წარუდგინა და სხვადასხვა მიმართულებით განსახორციელებელ პროექტებზე ისაუბრა.


„მოსახლეობას წარვუდგინეთ საკრებულოში მაჟორიტარობის კანდიდატი, ვასილ ოსიშვილი. ინფრასტრუქტურულ პროექტებთან ერთად, ვმუშაობთ როგორც ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხებზე, ასევე, განათლების, სპორტისა და კულტურის მიმართულებით არსებული პროგრამების გაუმჯობესებაზე.

მაქსიმალურად ვცდილობთ, ყველა პროექტი მოსახლეობის საჭიროებებზე იყოს მორგებული”, - წერს კონსტანტინე ბუზალაძე.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930