გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: დარწმუნებული ვარ, არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტის ისტორიული ვიზიტი კიდევ უფრო გაამყარებს ჩვენს პარტნიორობას და ორივე ქვეყნის საერთო ინტერესებს

19-09-2025

საქართველოში არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტის შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰაიანის ვიზიტის ფარგლებში ნაყოფიერი დისკუსიები გავმართეთ ყველა სტრატეგიული მიმართულებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძემ სოციალურ ქსელ X-ში წერს.  


როგორც ირაკლი კობახიძე აღნიშნა, განიხილეს თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების შესაძლებლობები.  


„პირველად მქონდა პატივი თბილისში მემასპინძლა არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტისთვის, მისი უდიდებულესობა შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰაიანისთვის. ვიზიტის ფარგლებში  ნაყოფიერი დისკუსიები გავმართეთ ყველა სტრატეგიული მიმართულებით. განვიხილეთ თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების შესაძლებლობები და განვამტკიცეთ ჩვენი საერთო ერთგულება ორმხრივი ურთიერთობების განვითარების მიმართ. დარწმუნებული ვარ, რომ ერთობლივი ძალისხმევით ეს ისტორიული ვიზიტი კიდევ უფრო გაამყარებს ჩვენს პარტნიორობას და  ორივე ქვეყნის საერთო ინტერესებს", - წერს ირაკლი კობახიძე.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031