გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლევან მაჭავარიანი ბრიტანეთის სანქციებზე: რუსეთთან კავშირებზე საუბრობენ ბოლო 13 წელია და რაღაც მტკიცებულება მაინც დადონ, რით გაძლიერდა რუსეთის გავლენები საქართველოში - ბრიტანეთს თავად აქვს ძალიან სერიოზული პრობლემები

20-09-2025

„დასანქცირების აბსურდი გრძელდება“, - ამ სიტყვებით აფასებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე და თბილისის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ლევან მაჭავარიანი დიდი ბრიტანეთის მიერ დაწესებულ მორიგ სანქციებს.


ლევან მაჭავარიანის განცხადებით, დიდ ბრიტანეთს თავად აქვს პრობლემები შიდა პოლიტიკაში, რამდენადაც ქვეყანაში სიტყვის თავისუფლება იზღუდება, რასთან დაკავშირებითაც აშშ-ის პრეზიდენტსა და ადმინისტრაციასაც ჰქონდა საუბარი მათ ერთ-ერთ ოპოზიციონერ ლიდერთან.


„აბსოლუტურად უაპელაციოდ, რუსეთთან კავშირებზე საუბრობენ ბოლო 13 წელია და რაღაც მტკიცებულება დადონ ან ერთი მაგალითი მოიყვანონ, რით გაძლიერდა რუსეთის გავლენები საქართველოში ჩვენს პირობებში. ფიზიკურად მაგალითს ვერ მოიყვანენ. კონკრეტულად ბრიტანეთს თავად აქვს ძალიან სერიოზული პრობლემები, მე შეგახსენებთ, რომ ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული ოპოზიციონერი ბრძანდებოდა აშშ-ში, ბატონ ტრამპსა და ადმინისტრაციას შეხვდა. სერიოზული კრიტიკა მიდის აშშ-ის მხრიდან ბრიტანეთის მისამართით, იქიდან გამომდინარე, რომ სიტყვის თავისუფლება იზღუდება და ათობით ათასი ადამიანი არის დაკავებული იმისთვის, რომ FACEBOOK-ზე რაღაც კონსერვატორული ღირებულებების და მიმართულებების პოსტებს აქვეყნებენ, შესაბამისად, ეს ძალიან სავალალო მდგომარეობაა ბრიტანეთისთვის, ჩვენ ვიხილეთ ძალიან სერიოზული აქციები მიგრაციის პოლიტიკის საპირისპიროდ და შესაბამისად, ჯობია თავისი შიდა საქმეებით დაკავდნენ და მოაწესრიგონ თავის ქვეყანაში დემოკრატია“, - აცხადებს ლევან მაჭავარიანი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031