გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი სოსიაშვილი ბრიტანეთის სანქციებზე: თითიდან გამოწოვილი მიზეზებით ხდება ჩვენი ქვეყნის რეპუტაციაზე გარკვეული დარტყმის მცდელობის განხორციელება

20-09-2025

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი სოსიაშვილმა დიდი ბრიტანეთის სანქციებზე ისაუბრა.


საქმე ეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ დიდმა ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს და ბიზნესმენ ლევან ვასაძეს.


სოსიაშვილის შეფასებით, ამ გზით საქართველოს ავტორიტეტს ურტყამენ.


„თითიდან გამოწოვილი მიზეზებით ხდება ჩვენი ქვეყნის რეპუტაციაზე გარკვეული დარტყმის მცდელობის განხორციელება. ადამიანი შეიძლება ჩვენი ქვეყნის მოქალაქე საერთოდ არ არის, მაგრამ ასანქცირებენ და მერე საქართველოს ავტორიტეტს ასე ურტყამენ. ადამიანი ჩვენი ქვეყნის მოქალაქე არ არის და ბუნებრივია მისი სანქციები ჩვენ არ გვეხება და ეს ჩვენი გასარკვევი არ არის“, - განაცხადა გიორგი სოსიაშვილმა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031