გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ზარქუა: ქართველი ხალხისთვის ნათელია, რომ ჩვენ მოსახლეობას ვხვდებით, ხოლო ჩვენი ე.წ. ოპოზიცია დადის - ზოგი ევროპაშია, ზოგი ამერიკის შეერთებულ შტატებში, ზოგი ჩრდილოეთში ჩადის და იქიდან დაკვეთებს იღებენ

20-09-2025

პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ზარქუა ოპოზიციის წარმომადგენლების საგარეო ვოიაჟებს გამოეხმაურა. მისი თქმით, ოპოზიცია ურთიერთობს არა ხალხთან, არამედ დამკვეთებთან დავალებების მისაღებად ჩადის.


„კიდევ ერთხელ ვამბობ, ქართველი ხალხისთვის ნათელია, რომ ჩვენ მოსახლეობას ვხვდებით, ანგარიშს ვაბარებთ, ხოლო ჩვენი ე.წ. ოპოზიცია დადის - ზოგი ევროპაშია, ზოგი ამერიკის შეერთებულ შტატებში, ზოგი ჩრდილოეთში ჩადის და იქიდან დაკვეთებს იღებენ. აი ეს არის განსხვავება - ვინ ემსახურება ქართულ ინტერესებს და ვინ თავის პატრონებს სხვადასხვა ქვეყნიდან“, - განაცხადა ზარქუამ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930