გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
2025 წლის 8 თვის მონაცემებით საქართველოს აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტმა 1.1 მლრდ დოლარს გადააჭარბა

21-09-2025

2025 წლის 31 აგვისტოს მდგომარეობით, საქართველოდან აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტის ღირებულებამ 1 118 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 3.4%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.


ძირითადი საექსპორტო პროდუქტებია ალკოჰოლიანი და უალკოჰოლო სასმელები, კაკლოვანი ხილი, გადამუშავებული კაკლოვანი ხილი და მოცვი.


ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტი 18.3 მლნ აშშ დოლარით (19%-ით) გაიზარდა და 113.9 მლნ აშშ დოლარს მიაღწია. ზრდა, ძირითადად, თხილის, ხილისა და ბოსტნეულის წვენების ექსპორტით იყო განპირობებული. თხილის ექსპორტის ღირებულებამ 10.9 მლნ აშშ დოლარით მოიმატა და 33.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო წვენების ექსპორტმა 4.4 მლნ აშშ დოლარით მოიმატა და 6.1 მლნ აშშ დოლარს გაუტოლდა. გარდა ამისა, ევროკავშირში 23.6 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ღვინო გავიდა, რაც 2.1 მლნ აშშ დოლარით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031