გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სამართალდამცველებმა ცეცხლსასროლი იარაღი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს

21-09-2025

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის  ჯგუფურად, უკანონო დათესვა-მოყვანა-კულტივირების, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის,  ჯგუფურად რეალიზაციის ხელშეწყობისა და  ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 2 პირი - 2004 წელს დაბადებული თ.თ. და წარსულში ნასამართლევი 1996 წელს დაბადებული ა.ბ. დააკავეს.
დანაშაულები 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი, ავტომობილისა და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ასევე, მათ მიერ სხვადასხვა ადგილას განთავსებული, 10 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება, ნარკოტიკული საშუალების შემცველი 15 ძირი „მცენარე კანაფი“, 2 პისტოლეტი, მჭიდი და 14 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს.


საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები, კერძოდ:  წებოვანი ლენტები, პოლიეთილენის ჩამკეტიანი პარკები და ელექტრო სასწორი.


გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე კვარტა, 265-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031