გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ქვემო-ქართლის რეგიონში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საჯარო სკოლა გაიხსნა

21-09-2025

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ქვემო-ქართლის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი დმანისის ახლად რეაბილიტირებული საჯარო სკოლა გახსნა.

 

მინისტრმა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურა დაათვალიერა, სასკოლო საზოგადოებას განახლებულ გარემოში სწავლის გაგრძელება მიულოცა და წარმატებული სასწავლო წელი უსურვა.

 

სკოლაში სრულად განახლდა სასწავლო სივრცეები. ფუნქციონირებს საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, სააქტო დარბაზი, ექიმის კაბინეტი და რესურს ოთახი. სკოლა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის: დამონტაჟებულია ლიფტი, ადაპტირებული სანიტარული კვანძები და პანდუსი. ასევე მოეწყო სპორტული დარბაზი.

 

სოფელ დიდი დმანისის 500 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლის რეაბილიტაცია განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ განახორციელა. ინფრასტრუქტურული პროექტის ჯამური ღირებულება 4 მილიონ 230 ათას ლარამდეა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031