გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პრემიერ-მინისტრმა მცხეთის მუზეუმი დაათვალიერა

22-09-2025

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, კულტურის მინისტრ თინათინ რუხაძესთან ერთად, მცხეთის მუზეუმი დაათვალიერა.

 
მთავრობის მეთაურს მუზეუმის ახალი კონცეფცია საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალურმა დირექტორმა დავით ლორთქიფანიძემ გააცნო. 


კონცეფციის გათვალისწინებით, მუზეუმში გამოფენილია ანტიკური ხანის არქეოლოგიური მასალა, ციფრული ფორმით წარმოდგენილია ქრისტიანული პერიოდის ნიმუშები, მცხეთის არქეოლოგიურ შესწავლასთან დაკავშირებული საარქივო მასალა. 


ამ ეტაპზე, კონცეფციის შესაბამისად, მიმდინარეობს მუზეუმის სისტემების გამართვა, ფონდებზე მუშაობა, მუზეუმის პერსონალის შერჩევა. 


მცხეთის მუზეუმის შემადგენლობაში გაერთიანდა არმაზისა და ქსნის არქეოლოგიური ბაზები, სადაც დაცულია მდიდარი არქეოლოგიური მასალა. მუზეუმში მოწყობილია ველზე მოპოვებული მასალის დამუშავებისა და რესტავრაცია-კონსერვაციისთვის საჭირო ლაბორატორია. 


საგამოფენო სივრცეებს ეტაპობრივად დაემატება ეროვნული მუზეუმის ფონდებში მცხეთის შესახებ არსებული მასალები. 


მცხეთის მუზეუმში პრემიერ-მინისტრი აღმასრულებელი, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728