გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: საფრანგეთის არაერთი ელჩიც წარსულში აკეთებდა უხეშ განცხადებებს, რითაც ირღვეოდა ვენის კონვენცია - ამ ფონზე პრეზიდენტ მაკრონის განცხადება არის ძალიან საინტერესო

22-09-2025

საფრანგეთის არაერთი ელჩიც წარსულში აკეთებდა უხეშ განცხადებებს, რითაც ირღვეოდა ვენის კონვენცია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს დუშეთში, საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა. 


მთავრობის მეთაურის თქმით, ამ ფონზე პრეზიდენტ მაკრონის განცხადება არის ძალიან საინტერესო. 


„ეს არის საინტერესო განცხადება, ჩვენ ამდენი წლის განმავლობაში ვსაუბრობდით იმაზე, რომ ელჩები, მათ შორის, ევროპელი ელჩები სისტემატურად არღვევდნენ ვენის კონვენციას, საერთაშორისო სამართლის წესებს და უხეშად იჭრებოდნენ ქართულ პოლიტიკაში და ეს ჩარევები ყველასათვის იყო ცხადი. ამ ფონზე, როდესაც ჩვენ თავის დროზე ვაკეთებდით განცხადებებს ამ თემაზე, იყო ნულოვანი რეაგირება. ამ ფონზე პრეზიდენტ მაკრონის განცხადება არის ძალიან საინტერესო, მათ შორის, გავიხსენებ, რომ საფრანგეთის არაერთი ელჩიც წარსულში აკეთებდა უხეშ განცხადებებს, რითაც ირღვეოდა ვენის კონვენცია. იმედი მაქვს, რომ ეს სტანდარტები შეიცვლება და ორმაგი სტანდარტებიდან ჩვენ დავუბრუნდებით ჯანსაღ სტანდარტებს. თუ ასეთი ტენდენციები გაჩნდებოდა, იქნებოდა ძალიან მნიშვნელოვანი, თუმცა, ჩვენ ვხედავთ,  რომ სხვადასხვა ქვეყნის ელჩები, მათ შორის, ევროპელი ელჩები ძალიან ხშირად უხეშად არღვევენ ვენის კონვენციას და ეს უნდა დასრულდეს. ეს არის პირველ რიგში, იმისათვის, რომ გაუმჯობესდეს ევროკავშირის და ევროპული ბიუროკრატიის რეპუტაცია ქართველი ხალხის თვალში", - განაცხადა პრემიერმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031