გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გია აბაშიძე: ოფიციალურ შეხვედრებამდე, ლიდერებმა იციან სად ისხდებიან და ვისთან გადაიღებენ ფოტოებს, ბრიტანეთის ისტორიული MI6-ის უფროსი ბლეიზ მეტრეველი რატომაა ე.წ. რუსული მთავრობის კოლეგასთან, მამუკა მდინარაძესთან?

23-09-2025

ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში ეხმიანება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის მამუკა მდინარაძის ბაქოს უსაფრთხოების ფორუმში მონაწილეობას, რომელსაც 95 ქვეყნის სპეცსამსახურების პირველი პირები ესწრებოდნენ.


როგორც ანალიტიკოსი აღნიშნავს, ოფიციალურ შეხვედრებამდე, ლიდერებმა იციან სად ისხდებიან და ვისთან გადაიღებენ ფოტოებს, შესაბამისად, საინტერესოა, ბრიტანეთის MI6-ის უფროსი ბლეიზ მეტრეველი ე.წ. „რუსული მთავრობის” კოლეგასთან, მამუკა მდინარაძესთან ერთად რატომ ზის.


„ოფიციალურ შეხვედრებამდე, ლიდერებმა იციან სად ისხდებიან და ვისთან გადაიღებენ ფოტოებს, ბრიტანეთის ისტორიული MI6-ს უფროსი ბლეიზ მეტრეველი რატომაა ე.წ. რუსული მთავრობის კოლეგასთან, მამუკა მდინარაძესთან? მაგრად მეცინება პოლიტიკურ ბლა ბლაზე. დებილობა „ელჩები“ თუ სად არიან, თავადაც იცით“, - წერს აბაშიძე.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31