გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
ყაზტრანსგაზი მოსახლეობას მოუწოდებს, გამათბობელს თვითნებურად ნუ დაამონტაჟებენ

16-11-2018

ზამთრის მოახლოებასთან ერთად, გაზის გამათბობლები, როგორც აღმოჩნდა, ისევ დიდი პრობლემაა. ყაზტრანსგაზი მოუწოდებს მოსახლეობას, თვითნებურად ნუ დაამონტაჟებენ გამათბობელს, რათა თავიდან ავიცილოთ ტრაგედიები.

 

გახდა თუ არა დღეს ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის მიზეზი თვითნებურად დამონტაჟებული გამათბობელი, ამას გამოძიება დაადგენს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოკვლევა უკვე დაიწყო.

 

ფონიჭალაში აფეთქებისას ნანგრევებში მოყოლილი დედა-შვილი რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ, მაშველებმა დაღუპულები იპოვეს. მათი ცხედრები პროზექტურაშია გადასვენებული.

 

მომხდარის შედეგად 3 ადამიანი მძიმედ დაშავდა. აფეთქებამ საცხოვრებელი კორპუსის მე-3 და მე-4 სართულებზე ნგრევა გამოიწვია.


imedinews.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031