გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზაალ ანჯაფარიძე: რადიკალური მედია სიხარულით ხტის, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი არ მიიწვიეს ლუქსემბურგში დაგეგმილ რიგით შეხვედრაზე - ევროკავშირს გაცხადებული აქვს, რომ საქართველოსთან წყვეტს მაღალი დონის შეხვედრებს

23-09-2025

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ოპოზიციური მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება და განმარტავს, თუ რატომ არ მიიწვიეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ლუქსემბურგში საგარეო საქმეთა მინისტერიალზე. ანჯაფარიძის თქმით, „ევროკავშირს უკვე გაცხადებული აქვს, რომ საქართველოსთან წყვეტს მაღალი დონის შეხვედრებს და ეს არმოწვევაც მათი ამ უგუნური პოლიტიკის გაგრძელებაა“.


მისივე თქმით, რეალობა იმედია მიახვედრებთ, რომ საქართველოსთან მიმართებით ასეთი ჩხვლეტები არაფერს მოუტანთ, ევროკავშირის მიმართ ჩვენი ხალხის გაუცხოების გარდა.


„ჯერ კიდევ შემორჩენილ უცხოურ გრანტებზე მჯდარი რადიკალური მედიას (იკითხე აგიტპროპი!) სიხარულით ხტის, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი არ მიიწვიეს ლუქსემბურგში დაგეგმილ მორიგ რიგით შეხვედრაზე. ჯერ ერთი ეს ამბავი რომ უხარიათ, ამით კიდევ ერთხელ ადასტურებენ თავიანთ უსამშობლოობას. მეორე, ევროკავშირს უკვე გაცხადებული აქვს, რომ საქართველოსთან წყვეტს მაღალი დონის შეხვედრებს. და ეს არმოწვევაც მათი ამ უგუნური პოლიტიკის გაგრძელებაა. რეალობა იმედია მიახვედრებთ, რომ საქართველოსთან მიმართებით ასეთი ჩხვლეტები არაფერს მოუტანთ, ევროკავშირის მიმართ ჩვენი ხალხის გაუცხოების გარდა“, - წერს ანჯაფარიძე.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2026    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930