გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
„ქართული ოცნების“ ბოლნისის მერობის კანდიდატი ზამურ ჭითანავა: ჩვენი მიზანია, თითოეული სოფლის პრობლემები მოვაგვაროთ და უზრუნველვყოთ განვითარების პროცესში თითოეული მოქალაქის აქტიური მონაწილეობა

23-09-2025

„ქართული ოცნების” ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი ზამურ ჭითანავა, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ამომრჩეველთან შეხვედრებს განაგრძობს.


მერობის კანდიდატი, ამჯერად, დაბა კაზრეთისა და სოფელ ბალიჭის მოსახლეობას შეხვდა საქართველოს პარლამენტის წევრ დავით შერაზადიშვილთან, საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატ ზვიად ჯაყელთან და პარტია „ქართული ოცნების“ პროპორციული სიის წევრებთან ერთად.


„მოქალაქეებთან დიალოგი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მათი სურვილები, შეხედულებები და საჭიროებები ქმნის იმ გზას, რომელსაც ჩვენი გუნდი მომავალში პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში გაითვალისწინებს. ჩვენი მიზანია, თითოეული სოფლისა და დასახლებული პუნქტის რეალური პრობლემები ერთობლივად მოვაგვაროთ და უზრუნველვყოთ განვითარების პროცესში თითოეული მოქალაქის აქტიური მონაწილეობა”, - განაცხადა ზამურ ჭითანავამ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930