გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თამარ ჩერგოლეიშვილი: პაატა ბურჭულაძე სააკაშვილისა და ხაზარაძის სიტუაციური „კუკლაა“

24-09-2025

მეგობრებო, პაატა ბურჭულაძე სააკაშვილის და ხაზარაძის სიტუაციური „კუკლაა“ ისეთი ერთობების ასარევად, სადაც ბელადი და ფულის ტომარა ძალაუფლების წყარო/ყურადღების ცენტრში არ არიან. ასე არტყმევინეს წიხლები სალომე ზურაბიშვილზე, – ამის შესახებ „ფედერალისტების“ ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.


როგორც ჩერგოლეიშვილი წერს, „ბურჭულაძე ოლიგარქიის წარღვნაში მოჰყვება და პოლიტიკიდან გაქრება ცუდი სიზმარივით“.


„ახლა დემოკრატიული ძალების ძალისხმევას აბიაბურებინებენ იმით, რომ 4 ოქტომბერს იჯადოქრებს (დავინახავთ, რეალურად რა შეუძლია ბატონ პაატას). ის საბჭოთა-მაფიოზური წარმოდგენების დელუზიური ბერიკაცია და მისი სერიოზულად მიღება მიმღებებზე მეტს ამბობს, ვიდრე თავად ბურჭულაძეზე. ერთადერთი, რის გარანტიასაც გაძლევთ ისაა, რომ ოლიგარქიის წარღვნაში მოჰყვება და პოლიტიკიდან გაქრება ცუდი სიზმარივით.
პ.ს. ტარიელ ონიანთან ტორღიალზე გამახსენდა“, – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031