გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პოლიციამ განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე 1 პირი დააკავა

24-09-2025

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე გატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 2004 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი რ.მ. დააკავეს.


დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მარნეულში ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ი.გ.-ს  მუცლის არეში ჭრილობა მიაყენა და მიიმალა.


დაჭრილი ახალგაზრდა სამედიცინო კლინიკაშია მოთავსებული.


სამართალდამცველებმა რ.მ. გატარებული სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს.


პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღი ნივთმტკიცების სახით ამოიღო.


გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031