გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზაალ ანჯაფარიძე მთავრობების ფუნქციონირების შეფასებაზე: არაერთ კითხვის ნიშანს აჩენს ევროკომისიის თუნდაც ეს ანგარიში, სხვა მსგავს კვლევებთან ერთად, იმაზე თუ რატომ ერჩის საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობით არჩეულ მთავრობას მთელი ევროკავშირი

24-09-2025

„არაერთ კითხვის ნიშანს აჩენს ევროკომისიის თუნდაც ეს ანგარიში, სხვა მსგავს კვლევებთან ერთად, იმაზე თუ რატომ ერჩის საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობით არჩეულ მთავრობას მთელი ევროკავშირი და მისიის ევრობიუროკრატია“, - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე არჩეული მთავრობის ფუნქციონირების გლობალური შეფასების ანგარიშს, რომელშიც საქართველო პირველ ადგილზეა ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს შორის.


ანჯაფარიძე იმედოვნებს, რომ 4 ოქტომბრის შემდეგ ევროკავშირი რეალისტური განწყობით შეუდგება საქართველოსთან ურთიერთობას.


„არაერთ კითხვის ნიშანს აჩენს ევროკომისიის თუნდაც ეს ანგარიში, სხვა მსგავს კვლევებთან ერთად, იმაზე თუ რატომ ერჩის საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობით არჩეულ მთავრობას მთელი ევროკავშირი და მისიის ევრობიუროკრატია, როდესაც კვლევაში შავით თეთრზე წერია, რომ „საქართველოში არჩეული თანამდებობის პირების შესაძლებლობა ეფექტიანად და ანგარიშვალდებულად განახორციელონ მმართველობა ზედმეტი ჩარევების გარეშე“ აღემატება ევროკავშირის ყველა კანდიდატი ქვეყნების მსგავს მაჩვენებელს. კიდევ ცოტა ვაცალოთ, და იქნებ 4 ოქტომბრის შემდეგ ცოტა რეალისტურ რელსებზე დადგნენ ჩვენს ქვეყანასთან ურთიერთობაში“, - წერს ანჯაფარიძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930