გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძემ საგარეჯო-ბადიაურის ავტომაგისტრალის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა

24-09-2025

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საგარეჯო-ბადიაურის ავტომაგისტრალის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა.  


მიმდინარე სამუშაობი მთავრობის მეთაურს ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ გააცნო.  


კახეთის მაგისტრალური გზის შემადგენელი საგარეჯო-ბადიაურის 17კმ-იან მონაკვეთზე ამ ეტაპზე მიწის სამუშაოები, გზის საფუძვლის მოწყობა, კომუნიკაციების და სამელიორაციო სისტემების გადატანა, რკინა-ბეტონის ხიმინჯების მოწყობა, რკინა-ბეტონის წყალგამტარი მილების და მიწისქვეშა გასასვლელების მოწყობა მიმდინარეობს. 


პროექტის ფარგლებში, შენდება ახალი სატრანსპორტო კვანძი სოფელ ბადიაურთან,  4 ხიდი, 8 გზაგამტარი და 86 წყალგამტარი მილი. 


საგარეჯო-ბადიაურის 4-ზოლიანი საავტომობილო გზის მონაკვეთი კახეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის შემადგენელი ნაწილია. მაგისტრალის მშენებლობის ფარგლებში, სამშენებლო სამუშაოები უკვე დასრულებულია ყველაზე მნიშვნელოვან, 35 კმ-იან მონაკვეთზე. საგარეჯო-ბადიაურის 17 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობის პროექტი მსოფლიო ბანკის (WB) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მისი ღირებულება 276.7 მილიონი ლარია. 
 
პრემიერ-მინისტრთან ერთად, ავტომაგისტრალის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა, განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031