გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მიხეილ ყაველაშვილი: აშშ-ის პრეზიდენტის სახელით გამართულ ვახშამზე, აშშ-ის ვაჭრობის მდივანს შევხვდი; მას გადავეცი ქართველი ხალხის გზავნილი, რომ ჩვენს საზოგადოებაში კითხვის ნიშნებს აჩენს მოქმედი ადმინისტრაციის დუმილი საქართველოსთან მიმართებით

24-09-2025

საქართველოს პრეზიდენტი, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპისა და მისი მეუღლის, მელანია ტრამპის სახელით გამართულ ვახშამზე, აშშ-ის ვაჭრობის მდივანს, ჰოვარდ ლუტნიკს შეხვდა. როგორც მიხეილ ყაველაშვილი აღნიშნავს, ვაჭრობის მდივანთან კომუნიკაცია იყო მეგობრული.


მისივე განცხადებით, ლუტნიკს მან ქართელი ხალხის გზავნილი გადასცა.


„ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სახელით გამართულ ვახშამზე, აშშ-ის ვაჭრობის მდივანს, ჰოვარდ ლუტნიკს შევხვდი. ჩვენს შორის კომუნიკაცია იყო მეგობრული. მას გადავეცი ქართველი ხალხის გზავნილი, რომ ჩვენს საზოგადოებაში კითხვის ნიშნებს აჩენს მოქმედი ადმინისტრაციის დუმილი საქართველოსთან მიმართებით. თანაც იმ ფონზე, რომ ჩვენს ხელისუფლებას და დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას აქვს ღირებულებითი თანხვედრა ფუნდამენტურ საკითხებთან დაკავშირებით. ჰოვარდ ლუტნიკმა მითხრა, რომ აუცილებლად გაუზიარებდა ადმინისტრაციის წევრებს ჩემს მოსაზრებებს“,- წერს საქართველოს პრეზიდენტი ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31