გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პრემიერ-მინისტრი გურჯაანში კულინარიული კოლეჯის მშენებლობის პროცესს გაეცნო

24-09-2025

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან და მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად, გურჯაანში კულინარიული კოლეჯის მშენებლობის პროცესს გაეცნო. 


200 სტუდენტზე გათვლილი პროფესიული კოლეჯი 21 600 კვადრატულ მეტრ ფართობზე განთავსდება. უახლესი სტანდარტების შესაბამისად მოეწყობა თეორიული სწავლების აუდიტორიები, საკონფერენციო დარბაზები, სარესტორნო, სამზარეულო, სამაცივრე და სასაწყობო სივრცეები. კოლეჯი უახლესი ტექნიკითა და ინვენტარით აღიჭურვება.კომპლექსში ასევე იფუნქციონირებს 60 სტუდენტზე გათვლილი კამპუსი, სპორტული დარბაზი და რეკრეაციული სივრცე. შენობა სრულად იქნება ადაპტირებული სპეციალური საჭიროების მქონე პირებისთვის. პროექტი ბასკეთის კულინარიის სკოლასთან პარტნიორობით ხორციელდება და მისი ღირებულება 17 მილიონ ლარამდეა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930