გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: ევროკავშირის ელჩი პირდაპირ ჩართეს რადიკალიზმისა და პოლარიზაციის გაღვივებაში, რაც ძალიან სამწუხარო და დასანანია

24-09-2025

ძალიან სამწუხაროა, როდესაც პირდაპირ ცდილობს კონკრეტული ელჩი, განსაკუთრებით ევროკავშირის ელჩი, გააღვივოს რადიკალიზმი, პოლარიზაცია ჩვენს ქვეყანაში, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ევროკავშირის ელჩის მხრიდან მედიის კითხვების დაწუნებასა და აქტივისტ ანანო ცინცაბაძესთან მის თანამშრომლობას ეხებოდა. 


მთავრობის მეთაურის თქმით, ევროკავშირის ელჩი პირდაპირ ჩართეს რადიკალიზმისა და პოლარიზაციის გაღვივებაში. 


„ესეც ის შემთხვევაა, როდესაც საინტერესო აღარ არის კონკრეტულ ელჩზე კომენტარის გაკეთება. ეს ადამიანი, სამწუხაროდ, პირდაპირ ჩართეს რადიკალიზმისა და პოლარიზაციის გაღვივებაში. ეს არის ძალიან სამწუხარო, რომ ევროპული ბიუროკრატიის უარყოფითი სახე ჩანს ასეთ შემთხვევაშიც. ძალიან სამწუხაროა, როდესაც პირდაპირ ცდილობს კონკრეტული ელჩი, განსაკუთრებით ევროკავშირის ელჩი, გააღვივოს რადიკალიზმი, პოლარიზაცია ჩვენს ქვეყანაში. ეს არის ძალიან სამწუხარო და დასანანი. ამაზე მეტ კომენტარს მე არ გავაკეთებდი, უბრალოდ, არ ვთვლის საჭიროდ", -  განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031