გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პრემიერი: ევროკომისიის პრესსპიკერის განცხადება არის რადიკალიზმის წახალისება, სამწუხაროა, რომ ქართულ საზოგადოებაში ევროკავშირის მიმართ ნდობა მცირდება ასეთი ქმედებების ფონზე

24-09-2025

ევროკომისიის პრესსპიკერის განცხადება არის რადიკალიზმის წახალისება, პირდაპირ უხეში ჩარევა ჩვენს შიდა საქმეებში, პოლარიზაციის წახალისება, საზოგადოება შეაფასებს ამ ყველაფერს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ევროკომისიის პრესსპიკერის მხარდამჭერ პოზიციას შეეხებოდა 4 ოქტომბერს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით. 


მთავრობის მეთაურის თქმით, ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ ასეთი განცხადებების ფონზე მცირდება ნდობა ევროკავშირის მიმართ ქართულ საზოგადოებაში. 


„ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ ასეთი ფაქტები ხელს უწყობს ნდობის რადიკალურად შემცირებას ევროპული სტრუქტურებისა და ბიუროკრატიის მიმართ და ყველაზე სამწუხარო მაინც ის არის, რომ ევროკავშირის მიმართ ნდობაც მცირდება ასეთი განცხადებების ფონზე ქართულ საზოგადოებაში. ეს არის ყველაზე დასანანი. მე მგონია, რომ ეს პროცესი უნდა შეჩერდეს, თუმცა ამას ცალმხრივად ვერ გავაკეთებთ. თუ არ შეწყვეტენ ევროპელი ბიუროკრატები ასეთი თვითდამაზიანებელი განცხადებების კეთებას, რა თქმა უნდა, ეს პროცესი გაგრძელდება,"- განაცხადა პრემიერმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031