გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე: ხელი არ წაუცდეთ, რაიმე არ დაუშავონ და არ მოსწიონ საკუთარ თავს, ეს არის ერთადერთი რჩევა, რაც ამ ხალხს შემიძლია მივცე

24-09-2025

ოპოზიციამ თვითონ დაიმხო საკუთარი თავი და მათი მხრიდან დამხობაზე საუბარი არის აბსოლუტურად ღიმილისმომგვრელი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს თელავში განუცხადა. 


მთავრობის მეთაურის თქმით, სიტყვა „დამხობას" რაც შეეხება, ოპოზიცია თვითონ არის დამხობილი.„ხელი არ წაუცდეთ, რაიმე არ დაუშავონ და არ მოსწიონ საკუთარ თავს. ეს არის ერთადერთი რჩევა, რაც ამ ხალხს შემიძლია მივცე. სიტყვა „დამხობას" რაც შეეხება, ოპოზიცია თვითონ არის დამხობილი. თქვენ ხედავთ, როგორია რეიტინგები, მათი მდგომარეობა, ერთმანეთს როგორ ჭამენ. თვითონ დაიმხეს საკუთარი თავი და მათი მხრიდან დამხობაზე საუბარი არის აბსოლუტურად ღიმილისმომგვრელი", - განაცხადა პრემიერმა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930