გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პრემიერ-მინისტრმა ალავერდის სამონასტრო კომპლექსის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა

24-09-2025

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის თავჯდომარე შალვა პაპუაშვილთან ერთად, ალავერდის სამონასტრო კომპლექსის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. 


მთავრობის მეთაურს აბბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა დავითმა უმასპინძლა.


პრემიერი სამონასტრო კომპლექსში მიმდინარე და ჩატარებულ სამუშაოებს გაეცნო.


საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ალავერდის სამონასტრო კომპლექსში ამ დროისთვის საეპისკოპოსო სასახლის სატრაპეზოს შიდა სივრცისა და ფეიქარ-ხანის სასახლის რეაბილიტაციას ახორციელებს.


რეაბილიტაციის ფარგლებში ტაძრის გუმბათზე აღიმართა დიდი თითბრის ჯვარი, შესრულდა წმინდა გიორგის ტაძრის გუმბათის გადახურვის სამუშაოები.
აღდგა საეპისკოპოსო სასახლისა და ტაძრის დასავლეთ მინაშენის სახურავი. ასევე სრულად განახლდა სიძველეთა საცავის სახურავი.
პრემიერ-მინისტრთან ერთად, ალავერდის სამონასტრო კომპლექსში აღმასრულებელი, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930