გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მიხეილ ყაველაშვილი, სლოვაკეთის პრეზიდენტს პეტერ პელეგრინს შეხვდა

24-09-2025

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ნიუ-იორკში, სლოვაკეთის პრეზიდენტს პეტერ პელეგრინს შეხვდა.საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ნიუ-იორკში, სლოვაკეთის პრეზიდენტს პეტერ პელეგრინს შეხვდა. 


კოლეგებს შორის შეხვედრა გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გაიმართა, სადაც მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები და ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს. 


შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოს და სლოვაკეთს შორის ორმხრივი თანამშრომლობა, ხალხებს შორის არსებულ ტრადიციულ კავშირებს, საერთო ღირებულებებსა და ერთმანეთის ეროვნული ინტერესების გათვალისწინებას ეფუძნება, რაც ურთიერთობათა შემდგომი განვითარებისთვის მტკიცე საფუძველს წარმოადგენს. ასევე, ხაზი გაესვა ეკონომიკური კავშირებისა და დარგობრივი თანამშრომლობის გააქტიურების მნიშვნელობას. 


მიხეილ ყაველაშვილმა, სლოვაკეთის პრეზიდენტს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031