გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
უკრაინაში ვიცე-პოლკოვნიკი გია ცერცვაძე გარდაიცვალა

16-11-2018

უკრაინაში შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომელი, გია ცერცვაძე გარდაიცვალა. გია ცერცვაძის გარდაცვალების მიზეზად, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სახელდება.

ცერცვაძე მონაწილეობას ღებულობდა როგორც რუსეთ-საქართველოს ომში, ასევე იყო უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონში წარმოებულ საბრძოლო მოქმედებებში. ის 2017 წელს, რუსეთის ფედერაციის მოთხოვნით, უკრაინაში დააკავეს. მას ბრალად 2003 წელს განზრახ მკვლელობა და მკვლელობის მცდელობა ედებოდა.

ცერცვაძის დაკავებას მოჰყვა უკრაინის ოპოზიციონერი დეპუტატების და პარტიების პროტესტი, მათ შორის იყო მიხეილ სააკაშვილიც, რომელიც ცერცვაძის დაკავებას რუსეთის მხრიდან შურისძიებას უკავშირებდა. მოგვიანებით, აქციების ფონზე, ცერცვაძე უკრაინის პროკურატურის გადაწყვეტილებით გაათავისუფლეს, საქმეზე კი ძიება შეწყდა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930