გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: როდესაც პარტიაში არის სისუსტე, აბსოლუტურად ლოგიკურია კადრების გადინება და ეს ხდება დღეს „ლელოში"

25-09-2025

ლიდერები მიდიან და ახლა ბოლნისის მერობის კანდიდატს, რომ კანდიდატურა მოეხსნა, ამაში გასაკვირი რა არის, როდესაც პარტიაში არის სისუსტე, აბსოლუტურად ლოგიკურია კადრების გადინება და ეს ხდება დღეს „ლელოში", - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.


მისივე თქმით, რაც „ლელომ" გააკეთა იყო ის, რომ ეს ყველაფერი ნაცვლად საკუთარი პარტიის სისუსტისა გადააბრალა სუს-ს.


„ბრიფინგი ჩაატარეს, როდესაც ბოლნისის მერობის კანდიდატმა მიიღო გადაწყვეტილება კანდიდატურის მოხსნასთან დაკავშირებით და მანამდე ლიდერები გაეცალათ ხელიდან, საბა ბუაძის ჩათვლით. საბა ბუაძე წავიდა, ესეც, ეტყობა, სუს-ის დამსახურება იყო, ნუ, ლიდერები მიდიან და ახლა ბოლნისის მერობის კანდიდატს, რომ კანდიდატურა მოეხსნა, ამაში გასაკვირი რა არის. როდესაც პარტიაში არის სისუსტე, აბსოლუტურად ლოგიკურია კადრების გადინება და ეს ხდება დღეს „ლელოში". რა თქმა უნდა, თავი უნდა იმართლონ, ნაცვლად საკუთარი სისუსტისა, ეს ყველაფერი უნდა გადააბრალონ ან სუს-ს ან სხვას და ეს არის, რაც გააკეთეს,"- განაცხადა პრემიერმა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031