გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზაალ ანჯაფარიძე: როგორ ესახება აშშ-ის სახელმწიფო მდივანს კავკასიის რეგიონში მშვიდობა და კეთილდღეობა საქართველოს დემონსტრაციული იგნორირებით, როდესაც საყოველთაოდ აღიარებულია ჩვენი გეოსტრატეგიული მნიშვნელობა

25-09-2025

„24 სექტემბერს გაეროს სამიტის ფარგლებში გამართულ ტრანსატლანტიკურ სამუშაო ვახშამზე, მასპინძელმა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ ხაზი გაუსვა „ტრანსატლანტიკური პარტნიორობის მნიშვნელობას მშვიდობის შენარჩუნებისა და კეთილდღეობის მიღწევისთვის“, ასევე, პრეზიდენტ ტრამპის მიღწევას სომხეთისა და აზერბაიჯანის მდგრადი მშვიდობისკენ მიმავალ გზაზე დაყენებისთვის. კი მაგრამ, როგორ ესახება აშშ-ის სახელმწიფო მდივანს კავკასიის რეგიონში მშვიდობა და კეთილდღეობა საქართველოს დემონსტრაციული იგნორირებით“, - წერს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.


მისი განცხადებით, საყოველთაოდ აღიარებულია საქართველოს გეოსტრატეგიული მნიშვნელობა და ამ ფონზე, ჯერ ევროკავშირის, ახლა კი აშშ-ის მხრიდან ამ „გაბუტვის“ პოლიტიკას, პრიმიტივიზმის ელფერი დაჰკრავს.


„24 სექტემბერს გაეროს სამიტის ფარგლებში გამართულ ტრანსატლანტიკურ სამუშაო ვახშამზე, მასპინძელმა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ ხაზი გაუსვა „ტრანსატლანტიკური პარტნიორობის მნიშვნელობას მშვიდობის შენარჩუნებისა და კეთილდღეობის მიღწევისთვის“, ასევე, პრეზიდენტ ტრამპის მიღწევას სომხეთისა და აზერბაიჯანის მდგრადი მშვიდობისკენ მიმავალ გზაზე დაყენებისთვის. კი მაგრამ, როგორ ესახება აშშ-ის სახელმწიფო მდივანს კავკასიის რეგიონში მშვიდობა და კეთილდღეობა საქართველოს დემონსტრაციული იგნორირებით, როდესაც საყოველთაოდ აღიარებულია ჩვენი გეოსტრატეგიული მნიშვნელობა. სომხეთის და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების მოწვევა, ტრამპისადმი მისი ქვეშევრდომის მიერ გაკეთებული ჟესტი ხომ არ იყო? ჯერ ევროკავშირის ახლა კი აშშ-ის მხრიდან ამ „გაბუტვის“ პოლიტიკას ცოტა პრიმიტივიზმის ელფერი დაჰკრავს“, - წერს ანჯაფარიძე.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
ოსოხპშკ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930