გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით სტუ-ში რექტორთა საბჭო გაიმართა

25-09-2025

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში რექტორთა საბჭო გაიმართა, რომელშიც საქართველოს სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტების რექტორები და წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

 

შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა უმაღლესი განათლების მიმართულებით ისეთ  მნიშვნელოვან საკითხებზე იმსჯელეს როგორებიცაა: სახელმწიფო ენის სწავლების სპეციალური კურსის უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე სავალდებულო სწავლების წესი; სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის კონფერენცია - მნიშვნელობა და შედეგები; საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ საზღვარგარეთ ფილიალის გახსნა და საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაცია; უნივერსიტეტების მიერ შემოთავაზებული სხვა მიმდინარე საკითხები.

 

შეხვედრის დასასრულს, უნივერსიტეტების წარმომადგენლებმა სამინისტროსთან აქტიური და კოორდინირებული მუშაობის მზაობა გამოთქვეს.

 

რექტორთა საბჭოში მონაწილეობა ასევე მიიღო საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930