გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლევან ჭოტორლიშვილი: დღეს უკვე ვეღარ ბედავენ ერეკლე მეორის ლანძღვას და სანაცვლოდ მის ძეგლს ლანძღავენ, ხმალი რატომ არ აქვსო, არადა აქვს და უსინდისოდ იტყუებიან, ვითომ ვერ ხედავენ, თეთრზე შავს ამბობენ

25-09-2025

„უსამშობლოები სულ რაღაც ერთი წლის წინ ბედავდნენ და ერეკლე მეორეს, საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთ უდიდეს მეფეს და ყველაზე დიდ სარდალს ლანძღავდნენ. დღეს უკვე ვეღარ ბედავენ ერეკლე მეორეს ლანძღვას და სანაცვლოდ მის ძეგლს ლანძღავენ. ხმალი რატომ არ აქვსო, არადა აქვს და უსინდისოდ იტყუებიან, ვითომ ვერ ხედავენ, თეთრზე შავს ამბობენ“, - წერს გერმანიაში მოღვაწე ქართველი ფიზიკოსი, პროფესორი ლევან ჭოტორლიშვილი სოციალურ ქსელში. მისივე თქმით, თუ არსებული ტენდენცია შენარჩუნდა, მომავალ წელს ძეგლის ლანძღვასაც ვეღარ გაბედავენ, ხმალსაც დაინახავენ.


„უსამშობლოები სულ რაღაც ერთი წლის წინ ბედავდნენ და ერეკლე მეორეს, საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთ უდიდეს მეფეს და ყველაზე დიდ სარდალს ლანძღავდნენ. დღეს უკვე ვეღარ ბედავენ ერეკლე მეორის ლანძღვას და სანაცვლოდ მის ძეგლს ლანძღავენ. ხმალი რატომ არ აქვსო, არადა აქვს და უსინდისოდ იტყუებიან, ვითომ ვერ ხედავენ, თეთრზე შავს ამბობენ. თუ არსებული ტენდენცია შენარჩუნდა, მომავალ წელს ძეგლის ლანძღვასაც ვეღარ გაბედავენ, ხმალსაც დაინახავენ. ძეგლი თუ მოგწონსო, მეკითხებიან. მე მომწონს ფაქტი, რომ საქართველოს ისტორიაში, ერთ-ერთ უდიდეს გმირს ძეგლს უდგამენ და უსამშობლოები მის პიროვნებაზე ხმის ამოღებას ვეღარ ბედავენ. მხატვრული თვალსაზრისით მე ნამუშევარს ვერ შევაფასებ, არ ვარ არც მოქანდაკე, არც არქიტექტორი და არც ხელოვნებათმცოდნე. ჩემი სუბიექტური აზრით თელავის ძეგლი ჯობია მერაბ მერაბიშვილის მიერ შექმნილი 1971წელს“, - ლევან ჭოტორლიშვილი.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031